არქივი

среда, 5 октября 2011 г.

129 საჯარო სკოლის ხუთი მეათეკლასელი მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვეს



    ქ.თბილისის 129 საჯარო სკოლის   ხუთი  მეათეკლასელი მოსწავლე, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  და ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ   პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვეს....
  დირექტორი ქალბატონი ია  ასლამაზიშვილი და სკოლის ყველა პედაგოგი ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას და წინსვალას უსურვებს იმ დიდ საქმეში, რასაც ცოდნის ტაძარი ეწოდება.

четверг, 29 сентября 2011 г.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა






            ამა წლის   1 ოქტომბრიდან 129-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონერებას  დაიწყებს საჭადრაკო წრე.
 
   გაკვეთილები ჩატარდება შაბათ-კვირას 13.00 საათზე.

   წრის მეცადიენობებს გაუძღვება: საერთაშორისო ოსტატი სოფო ნიკოლაძე
ტელ:   593 246 256



среда, 14 сентября 2011 г.


             სკოლის დირექტორო ქაბატონი ია ასლამაზიშვილი:
      გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას,ყველა პედაგოგსა და სკოლის
      მოსწავლეს.  
            წარმატება    ყოფილიყოს  თქვენი  თანმდევი. 
     მართალი სიყვა ყოველთვის სასიამოვნო არ არის,მაგრამ სასიამოვნო არც 
      ყოველთვისაა  მართალი–
     ვუსურვებ სკოლის კოლექტივს სასიამოვნო სიტყვები გაისმოდეს და  
     სიმართლეს   შეესაბამებოდეს.





вторник, 13 сентября 2011 г.

სპარსული ენის შემსწავლელი წრე


წრე. უშუალოდ ენის შესწავლასთან ერთად მსმენელებს

შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ საინტერესო ლექციები

სპარსული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიისა

და თანამედროვე ყოფის შესახებ.

* ჩატარდება შეხვედრები საინტერესო პირებთან,

* ნაჩვენები იქნება ირანული ფილმები,

* მოეწყობა ექსკურსია ირანში.



მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა მიმართეთ

# 129 სკოლის დირექციას:

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:



568 90 92 64 /ნოდარ ნონიაშვილი/

среда, 7 сентября 2011 г.

129–ე დაწყებითი–საბაზო საჯარო სკოლის ისტორია


     ლენინის რაიონში (ახლანდელი გლდანი-ნაძალადევის რაიონში), ლოტკინის მთაზე, სამღერეთის ქ. #9 მისამართზე, პირველი საგანმანათლებლო ცენტრი ქ. თბილისის 129-ე საშუალო სკოლა _ ქართული და რუსული სექტორებით, დაარსდა 1965 წელს, რომლის პირველი დირექტორი, 1972 წლამდე, იყო აწ გარდაცვლილი ალექსანდრე შარაშენიძე. მომდევნო 1972-1977 წლებში იყო გიორგი ზაქარეიშვილი, 1977-1980 წლებში _ პავლე ხატიძე, 1980-1986 წლებში _ მიხეილ სანიკიძე, 1986-1988 წლებში _ დავით კეკელია.
1988 წელს სკოლას გამოეყო ქართული სექტორი, დაფუძნდა როგორც 190-ე საშუალო სკოლა და გადავიდა ახალ შენობაში, სამღერეთის ქ. #1 მისამართზე. ხოლო დარჩენილი რუსული სექტორის ბაზაზე არსებულ 129-ე საშუალო სკოლას, 1988-1992 წლებში, ხელმძღვანელობდა ნელი ნიკოლაიდი. მან 1992 წელს მიატოვა სამსახური და წავიდა საცხოვრებლად საბერძნეთში. 1992-1995 წლებში სკოლის დირექტორი იყო თემურ ანდღულაძე.
1995 წლის 14 დეკემბრიდან დღემდე, 15 წლის მანძილზე, სკოლას უძღვება ია ასლამაზიშვილი.
მას დამთავრებული აქვს # 8 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, არის სპორტის ოსტატი ტანვარჯიშში. რაც მისი აზრით, ძალიან დაეხმარა მას, ამ სკოლაში არა მარტო ხელმძღვანელ თანამდებობაზე, არამედ პედაგოგიურ მუშაობაშიც.
სკოლის არსებობის მანძილზე მრავალ პედაგოგთა შორის ია ასლამაზიშვილმა გამოარჩია ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი მასწავლებელი, ელენე თეთრაძე, რომელმაც 1946 წელს დაამთავრა სტალინის სახელობის (ახლანდელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის) სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ორგზის `სახალხო განათლების წარჩინებული~, აქვს განათლების სამინისტროს საპატიო სიგელები და მადლობები. თავისი 58 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე 50 წელი მან 129-ე სკოლაში გაატარა. ია ასლამაზიშვილი იხსენებს, `არ დამავიწყდება ქალბატონი ელენეს მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილები: დავით გურამიშვილზე, ვაჟა ფშაველაზე, ენის სიწმინდეზე. ასევე მთაწმინდაზე ჩატარებული გაკვეთილი `სავანე გმირთა, დიდი აკლდამა დიდი ცხოვრების!~ განათლებული, სუფთა ქართულით მოლაპარაკე, გარეგნობით კოპწია, შესანიშნავი შთამომავალთა დიდი დედა, სოლიდურ ასაკს მიღწეული ქალბატონი დღესაც ცოცხალია, მხნედ გამოიყურება და სასიამოვნოდ მასპინძლობს თავის ოჯახს~. სკოლის დირექტორი ასევე სიამოვნებით იგონებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს თინათინ ღამბაშიძეს, დალი მანველიანს, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს მარინა დანილოვასა და დალი ლოჩოშვილის, სასწავლო ნაწილის გამგეს ზამირა ცხოვრებოვას და სხვებს. იგი აღნიშნავს:
`დღესაც ბევრი ჰყავს სკოლას წარმატებული მასწავლებელი, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. თუმცა მაინც გამორჩეულია 2010-2011 სასწავლო წლის ერთ-ერთი პირველი სერთიფიცირებული მასწავლებლის მაია ჩხიკვიშვილის დამსახურება, ჯერ მარტო რად ღირს პროექტში `სასკოლო პარტნიორობა~-ში გამარჯვება.
სკოლას ჰყავს სამეურვეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს გამოცდილი პედაგოგი ციალა ედიბერიძე. მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანე¬ლია X2 კლასის მოსწავლე მარიამ ხარატიშვილი.
სკოლის კონკურსში `წლის საუკეთესო მასწავლებელი~ 2009 წელს გახდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ხუციშვილი, 2010 წელს კი მუსიკის მასწავლებელი შორენა ბულალაური. (ორივე მასწავლებელი კონკურსში გამარჯვების წელს გათხოვდა...), `წლის საუკეთესო მოსწავლე~ 2009 წელს გახდა მეთერთმეტეკლასელი თამარ მამადაშვილი, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე, რომელიც წერს ლექსებს. მან 15 წლის ასაკში გამოუშვა ლექსების კრებული `პოეზიური თავისუფლება~, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში: `ვწერ თავისუფალ თემას~ გაიმარჯვა და ორი კვირით გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად.
2010 წელს `წლის საუკეთესო მოსწავლე~ გახდა მეთორმეტეკლასელი მარიამ კვერღელიძე, მან ეროვნულ გამოცდებზეც გამოიჩინა თავი და მოიპოვა 100%-იანი გრანტი.
სკოლამ არსებობის 45 წლის მანძილზე გამოუშვა მრავალი კურსდამთავრებული, რომლებიც შემდგომ ცნობილ პიროვნებებად მოგვევლინენ. მაგალითად, პარლამენტარები შოთა მალაშხია და მერაბ სამადაშვილი, სამების ეკლესიის პროექტის ავტორი არჩილ მინდიაშვილი, პროფესორი ფილოსოფიის დარგში ნინო ბარამიძე, პროფესორები მედიცინის დარგში ქეთევან ბარამიძე და თამარ ბარამიძე. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელმძღვანელი მუშაკები: ილია გოცირიძე, თამაზ ზანდარაშვილი, ნოდარ შაფათავა, კაკო ქურდაძე, შოთა ქურდაძე, გიორგი ზანდარაშვილი და სხვები. გიორგი ზანდარაშვილმა თავის დროზე, 2004-2005 სასწავლო წელს, გაიმარჯვა კონკურსში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა ერთწლიანი სწავლების უფლება. დღეს იგი თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ წინ გაუსწრო განათლების რეფორმას იმ კუთხით, რომ ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა ინკლუზიური სწავლება და 1999 წელს ჩარიცხა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე მოსწავლე სოფო გიორგობიანი, რომელიც გარდაიცვალა 2009 წელს. (სურათი 7). ამჟამად სკოლას ჰყავს IX კლასში სსსგ მოსწავლე რეზო ფარცვანია, რომლის კოორდინატორია თვით სკოლის დირექტორი.
2006 წელს სკოლამ ერთ-ერთმა პირველმა ჯილდოდ მიიღო 15 ცალი კომპიუტერი პროგრამა `ირმის ნახტომში~ გამარჯვებისათვის. ასევე 2008-2009 წელს `ირმის ნახტომის~ სხვადასხვა პროექტებში (მასწავლებელთა ზამთრისა და ზაფხულის კონფერენციები, საუკეთესო ელექტრონული ჟურნალი და სხვა), მონაწილეობისა და გამარჯვებებისათვის, 2007 წელს `საქართველო ___ ღია საზოგადოების~ მიერ გამოცხადებულ კონკურსში `სასკოლო პარტნიორობა~-ში 3300$ გრანტი-ის მოპოვებისათვის სკოლა დაჯილდოვდა ლეპტოპით. ჩამოთვლილ კონკურსებში გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებითა და ფულადი პრემიებით. 2009 წელს საქართველოს ოკუპაციის კვირეულისადმი გამოცხადებულ კონკურსში სკოლამ გლდანი-ნაძალადევის რაიონში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს განათლების რეფორმა ჯანმრთელი ცხოვრების წესს დიდ ყურადღებას აქცევს, ამიტომ 2005 წელს სკოლაში პირველად იქნა შემოღებული `მხიარული სტარტების~ ჩატარება მოსწავლეთა შორის, რომელიც ახლა ქალაქ თბილისში ყველა სკოლათა შორის ტარდება და გადაიცემა ტელევიზიით `რუსთავი 2~-ის მიერ.
მრავალ საქველმოქმედო აქციათა შორის სკოლამ დევნილ მოსწავლეთა დასახმარებლად განახორციელა პროექტი, მათთვის წიგნების შესაძენად, ასევე საბავშვო სახლის `რწმენის~ ბავშვებისათვის ნაძალადევის რაიონის კულტურის სახლში მოაწყო საქველმოქმედო კონცერტი და შემოსული თანხით მათთვის შეიძინა `ჯინსები~ და სპორტული ფეხსაცმელები.
ეროვნულ გამოცდებზე სკოლა ყოველწლიურად აჩვენებს მაღალ შედეგებს. მაგალითად, 2008 წელს მოსწავლეთა რაოდენობის 43%-მა გამოცდების შედეგად სწავლა გააგრძელა სახელმწიფო დაფინანსებით, 2010 წელს კი ოთხმა ვერცხლისა და ოთხმა ოქროს მედალოსანმა, თითოეულმა, სკოლის სხვა ზოგიერთ აბიტურიენტთან ერთად მოიპოვა სხვადასხვა 100%-დან ... 30%-მდე არსებული გრანტი.
სკოლას ემსახურება მისი ტრადიციების აქტიური მიმდევარი ახალგაზრდა კოლექტივი, რომლის საშუალო ასაკი შეადგენს 38 წელს.
1995 წლიდან 2007 წლამდე სკოლის კონტინგენტი 300-დან 700 მოსწავლემდე გაიზარდა, მაგრამ 2007 წელს მისი რეორგანიზაციის შედეგად (შეუერთდა მუსიკალური სკოლა-ინტერნატი) ჯერ გაიზარდა 850 მოსწავლემდე, შემდეგ 2009 წლიდან დღემდე შემოერთებულ შენობაში საპატრიარქოს მიერ სკოლა-პანსიონის გახსნის გამო, კონტინგენტმა დაიკლო 700-მდე, დაიკლო იმ რაოდენობამდე, სინამდვილეში რა რაოდენობაზეც არის სკოლა გათვალისწინებული. დღეს სკოლის მოსწავლეთა აღნიშნული რაოდენობა იძლევა საშუალებას შეინახოს თავისთავი და განვითარდეს კიდეც.


 

          

სკოლის ხედი


129–საჯარო სკოლა